რეფერენდუმი: ისლანდია ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

ისლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებით, ქვეყნის მოსახლეობამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგ მისცა ხმა.

საზოგადოებრივი მაუწყებელი RUV-ი იუწყება, რომ 225 031 ამომრჩევლიდან 52.8%-მა მთავრობის წინადადების წინააღმდეგ მისცა ხმა, 47.2%-მა კი მოლაპარაკებების განახლებას მხარი დაუჭირა.


RUV-ის ინფორმაციით, რეფერენდუმში, რომელიც გუშინ ჩატარდა, აქტივობამ 82.5%-ი შეადგინა.


ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლების მხარდამჭერების განცხადებით, გაწევრიანება ისლანდიისთვის ეკონომიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით სარგებლის მომტანი იქნება. მოლაპარაკებების განახლების მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ გაწევრიანება ისლანდიის სუვერენიტეტსა და სათევზაო წყლებზე კონტროლს საფრთხეს შეუქმნის.


ევროკომისიაში განაცხადეს, რომ სრულად სცემენ პატივს ისლანდიელი ხალხის არჩევანს.


ისლანდიამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი პირველად 2009 წელს, მძიმე ფინანსური კრიზისის ფონზე წარადგინა. თუმცა მოლაპარაკებები 2013 წელს შეჩერდა, ხოლო 2015 წელს — ოფიციალურად გაიყინა.