დავით ზალკალიანი: NATO-სგან ველოდებით ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში ძალიან მკაფიო განცხადებებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსისგან საქართველოს მხარდასაჭერ განცხადებებს მოელის და ასევე იმ პროგრესის აღიარებას, რომელიც საქართველოს აქვს, როგორც ერთ-ერთ წარმატებულ ასპირანტ ქვეყანას.

„ასევე ველოდებით იმ პრაქტიკული ინსტრუმენტების კიდევ ერთხელ აღიარებას, რომელსაც საქართველო ახორციელებს საბოლოო წევრობისთვის. ველოდებით ასევე ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში ასევე ძალიან მკაფიო განცხადებებს.

ველოდებით იმას, რომ ჩვენს ნატოელ პარტნიორებს ვუთხრათ, რას აკეთებს ქვეყანა რეგიონში და შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში, როგორც NATO-ს დასაყრდენისა და საიმედო პარტნიორის ფუნქციას, როგორ ახორციელებს და ბუნებრივია, ველოდებით იმას, რომ მათი მხრიდანაც არის მზაობა, რომ ეს პროგრესი იყოს შესაბამისად ასახული უახლოეს ღონისძიებებში, მაღალი დონის შეხვედრებში, რომელიც არის დაგეგმილი წელს და მომავალ წელს. წლევანდელი წელი იქნება ერთგვარი მოსამზადებელი, მომავალი წლის დიდი სამიტისთვის“, – განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.