თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი შეწყდა, რის გამოც ენერგომომარაგება საქართველოს უმეტეს ნაწილს შეეზღუდა

ენერგომომარაგება ქვეყნის უმეტეს ნაწილს შეეზღუდ. ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო ელექტროსისტემა განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოსა და თურქეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელი 400 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის „მესხეთი“ გამორთვის გამო, შეწყდა თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი და ენერგომომარაგება შეეზღუდა ქვეყნის უმეტეს ნაწილს.

ამ ეტაპზე ხორციელდება მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის აღდგენა.„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ბოდიშს უხდის მომხმარებელს შეფერხების გამო“.