ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის განცხადებით, დღესაც გაგრძელდება მუშაობა.
დანიელსონი ამ ეტაპზე არ საუბრობს მოხდა თუ არა მხარეებს შორის რიგ საკითხებზე პოზიციების დაახლოება, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ მხარეების კონსტრუქციულობა გაგრძელდება.
,,დღესაც გავაგრძელებთ მუშაობას. ჩემი მოლოდინია, რომ ეს კონსტრუქციულობა გაგრძელდება“, – განაცხადა დანიელსონმა.
ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა.