ტრამპი: აშშ კალიუმის შესყიდვის საკითხზე ბელორუსთან მასშტაბურ შეთანხმებას ამზადებს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ კალიუმის შესყიდვის საკითხზე ბელორუსთან მასშტაბურ შეთანხმებას ამზადებს.


„აშშ ბელორუსისგან პოტაშის (კალიუმის სასუქი) შესყიდვასთან დაკავშირებით მასშტაბურ შეთანხმებაზე მუშაობს. ფასი გაცილებით დაბალი იქნება იმასთან შედარებით, რასაც ახლა კანადა ვუხდით, რაც ძალიან კარგი ამბავია ჩვენი ფერმერებისთვის,“ - წერს აშშ-ის პრეზიდენტი Truth Social-ზე.


ცნობისთვის, აშშ-მ ბელორუსის კალიუმის ინდუსტრიაზე დაწესებული სანქციების მოხსნის შესახებ გასულ წელს გამოაცხადა.


გარიგების ვადების, მოცულობებისა თუ პირობების შესახებ დეტალები უცნობია. ასევე არ არის ცნობილი, დათანხმდა თუ არა მინსკი რაიმე სახის შეთანხმებას. კანადა კალიუმის სასუქების უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში და აშშ-სთვის ამ სასუქის ძირითადი მომწოდებელია.


კანადის ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მონაცემებით, 2024 წელს კანადამ თითქმის 25 მილიონი ტონა კალიუმის სასუქი აწარმოა, რაც მსოფლიო წარმოების 32,8%-ს შეადგენდა, ხოლო ბელორუსი დაახლოებით 12,1 მილიონი ტონით (მსოფლიო წარმოების 15,9%) მესამე ადგილზე გავიდა.