დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა NATO-ს გენერალურ შტაბ-ბინაში გაიმართება. ღარიბაშვილი ასევე დაესწრება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას.
ცნობისთვის, სამთავრობო დელეგაცია, მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში 15 მარტს გაემგზავრა.