აშშ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გადასაცემად რამდენიმე ქვეყანასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მოლაპარაკებებს აწარმოებს რამდენიმე ქვეყანასთან იმის შესახებ, თუ ვინ მიიღებს COVID-19 ვაქცინების დამატებით დოზებს. ამის შესაახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

თეთრი სახლის ლიდერს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ ქვეყნებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, თუმცა ბაიდენმა პირობა დადო, რომ სხვა ქვეყნისთვის ვაქცინების გადაცემამდე, აშშ უზრუნველყოფს, რომ ყველა მოქალაქეს ჰქონდეს წვდომა ვაქცინაზე.

,,ჩვენ უკვე ვსაუბრობთ რამდენიმე ქვეყანასთან კორონავურისის საწინააღმდეგო ვაქცინის გადასაცემად”, - განაცხადა ბაიდენმა.

გამოცემის ინფორმაციით, მექსიკამ აშშ-ის მიმართა თხოვნით, გაუზიაროს მას AstraZeneca– ს ვაქცინის დოზები, რომლებიც აშშ-ის აქვს მარაგში.

როგორც მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მართა დელგადომ განაცხადა, ვინაიდან აშშ-ის ჯერ არ დაუმტკიცებია AstraZeneca– ს ვაქცინა, ეს იქნება კარგი ვარიანტი მექსიკისთვის შესათავაზებლად, რომელმაც აღნიშნული ვაქცინის გამოყენება უკვე დაიწყო.