აშშ-ში კორონავირუსის 71 671 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 856 ადამიანი გარდაიცვალა

აშშ-ში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 71 671 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 8 407 702-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 856 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 223 032-ს მიაღწია.

ცნობისათვის, როგორც კოვიდინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა.