არასამთავრობო ორგანიზაციები, ხელისუფლებას სასამართლო რეფორმის კონცეფციის დოკუმენტს სთავაზობენ.
როგორც დოკუმენტის ხელმომწერი ორგანზიაციები აღნიშანვენ, დოკუმენტის მიზანი სასამართლო ხელისუფლების გაჯანსაღების/რეფორმის შესახებ საზოგადოებისთვის სისტემური ხედვის შეთავაზებაა. დოკუმენტი გადაწყვეტილების მიმღებ პირებს საკანონმდებლო ცვლილებების იმგვარად დაგეგმვაში დაეხმარება, რომ მაქსიმალურად აღმოიფხვრას საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ინსტიტუციური თუ ფუნქციური პრობლემები, რომლებიც აფერხებს მოსამართლის მიერ პროფესიული უფლებამოსილებების კეთილსინდისიერად და კომპეტენტურად განხორციელებას.
"დოკუმენტის ავტორთა ხედვა ეფუძნება სასამართლო ხელისუფლების რეფორმის იმ მოდელს, რომელიც მიზნად ისახავს მაქსიმალურად ოპტიმალური შედეგის მიღწევას, არსებული ინსტიტუტების გარდაქმნისა და გაძლიერების გზით. კონცეფციის დოკუმენტი მოიცავს ისეთ საკითხებს როგორიცაა: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტება; უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნა; მოსამართლეთა ინდივიდუალური, ფუნქციური და ინსტიტუციური დამოუკიდებლობა; სასამართლოს ჩაკეტილობა, ახალი ნაკადის შედინება და მოსამართლეთა დანიშვნა; გადატვირთულობა, მოსამართლეთა რაოდენობა და სასამართლოს აპარატის შრომის ანაზღაურება; სასამრთლოს თავმჯდომარეები; ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.
სასამართლო რეფორმის კონცეფციის დოკუმენტს ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივასაერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოღია საზოგადოების ფონდიინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაადამიანის უფლებათა ცენტრიპარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
.