Reuters-ი ინფორმაციით, აშშ-მ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპის სასარგებლოდ არჩევნებში ჩარევის გამო, შესაძლოა, მოსკოვს სანქციები მომავალ კვირას დაუწესოს
გამოცემის ცნობით, 15-გვერდიან დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ რუსეთი ავრცელებდა უსაფუძვლო ბრალდებებს მაშინდელი დემოკრატი კანდიდატის, ჯო ბაიდენის შესახებ. ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ ბაიდენის საწინააღმდეგო კამპანიაში მონაწილეობდნენ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი პირები, მათ შორის უკრაინელი დეპუტატი ანდრეი დერკაჩი.
აშშ-ის სადაზვერვო სააგენტომ და ყოფილმა სპეციალურმა მრჩეველმა რობერტ მიულერმა მანამდე დაასკვნეს, რომ რუსეთი ასევე ერეოდა 2016 წლის აშშ-ის არჩევნებში.