აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელიდან მიღებული ნავთობის შემოსავლები „ძალიან მალე ასობით მილიარდს“ მიაღწევს, ხოლო აშშ-მ ამ ქვეყანაში განხორციელებული ოპერაციის ხარჯები ბევრჯერ ამოიღო.
„ჩვენს შემთხვევაში, ვენესუელიდან ვიღებთ მილიარდობით დოლარის ღირებულების ნავთობსა და სხვა რესურსებს; ძალიან მალე ეს თანხა ასობით მილიარდს მიაღწევს. მსგავსი რამ არავის უნახავს და ჩვენ უკვე მრავალჯერადად ამოვიღეთ ომის ხარჯები,“ — განაცხადა ტრამპმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე.
„ადრე ამბობდნენ, რომ „გამარჯვებულს ნადავლი რჩება' — და ჩვენი ამჟამინდელი ხელმძღვანელობის პირობებში, ეს პრინციპი კვლავ ძალაშია,“ — ამბობს ამერიკის პრეზიდენტი.
ტრამპის თქმით, ვენესუელიდან ყოველკვირეულად „მილიონობით ბარელი ნავთობი“ გამოდის, რაც „მილიარდობით დოლარის“ შემოსავალს ქმნის.
მან ასევე განაცხადა, რომ ჩინეთი და რუსეთი ვენესუელიდან მისი მოთხოვნის საფუძველზე გავიდნენ. „ისინი ცდილობდნენ, იქ თავიანთი გავლენა გაევრცელებინათ. მე ვუთხარი: 'უნდა წახვიდეთ'. ისინი წავიდნენ, ჩვენ კი დავრჩით,“ — აღნიშნა ტრამპმა.