დიდმა ბრიტანეთმა და აზერბაიჯანმა სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარეს

დიდმა ბრიტანეთმა და აზერბაიჯანმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაცია გააფორმეს. დოკუმენტი 12 ნოემბერს დუბლინში მიიღეს, ევროპული პოლიტიკური საზოგადოების (EPC) სამიტის ფარგლებში. ორმხრივ დეკლარაციას ხელს აწერენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი. 


დოკუმენტი ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ინვესტიციების, განათლებისა და ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას.

დეკლარაციის თანახმად, მხარეები აპირებენ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას, მათ შორის სამხედრო მომზადების, შესაძლებლობების გაძლიერებისა და თავსებადობის მიმართულებებით. ასევე განიხილავენ თავდაცვის მრეწველობის სფეროში თანამშრომლობის, მათ შორის ერთობლივი ინიციატივების შესაძლებლობებს.


საუბარია ასევე ეკონომიკისა და ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე - მათ შორის, „შუა დერეფნის“ განვითარების მიმართულებით.


„მხარეები ხაზს უსვამენ რეგიონული და საერთაშორისო დაკავშირებადობის მნიშვნელობას და მხარს დაუჭერენ „შუა დერეფნის“ (Middle Corridor) განვითარებას, ისევე როგორც სატრანსპორტო, ლოგისტიკურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობს ტრანსსასაზღვრო ვაჭრობასა და ინვესტიციებს,“ — აღნიშნულია დოკუმენტში.


დოკუმენტში მხარეები მიესალმებიან აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს.


„მხარეები იღებენ ვალდებულებას, შეინარჩუნონ მაღალი დონის ურთიერთქმედების დინამიკა და გააღრმავონ კოორდინაცია ორმხრივ, რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე, რომლებიც ორივე მხარის ინტერესებში შედის,“ — ნათქვამია დოკუმენტში.


დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ მხარეები განავითარებენ თავდაცვით თანამშრომლობას, რომელიც ფოკუსირებული იქნება წვრთნებზე, შესაძლებლობების გაძლიერებასა და თავსებადობაზე; ასევე, განიხილავენ თავდაცვის ინდუსტრიაში თანამშრომლობის გაღრმავების გზებს, მათ შორის — ერთობლივ ინიციატივებს ურთიერთინტერესის სფეროებში.


„ისინი გააძლიერებენ თანამშრომლობას უსაფრთხოების პრიორიტეტების ფართო სპექტრში, რათა უპასუხონ უსაფრთხოების სფეროში არსებულ ცვალებად გამოწვევებსა და საფრთხეებს,“— ნათქვამია დოკუმენტში.


ორი ქვეყნის ლიდერებმა ასევე გამოთქვეს სურვილი, გააფართოონ და გააღრმავონ ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო კავშირები, ხელი შეუწყონ მდგრად, ინკლუზიურ და დივერსიფიცირებულ ეკონომიკურ ზრდას.


ისინი გააძლიერებენ თანამშრომლობას ეკონომიკის, ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროებში გრძელვადიანი კომერციული პარტნიორობის ხელშეწყობით, ცოდნის გაზიარებითა და პრიორიტეტულ სექტორებში — მათ შორის განახლებადი ენერგიის, ინფრასტრუქტურისა და მომსახურების სფეროებში აქტიური ჩართულობით.


დეკლარაციის თანახმად, მხარეები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ „ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათშორისი კომისიის“ როლს, როგორც მექანიზმს, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკურ, სავაჭრო და „მონაწილეები შეთანხმდნენ, გამართონ სტრატეგიული პარტნიორობის ყოველწლიური შეხვედრა, რათა განიხილონ პროგრესი ამ დეკლარაციით გათვალისწინებულ სამივე მიმართულებით, განსაზღვრონ სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები და შეთანხმდნენ შემდგომ პრაქტიკულ ნაბიჯებზე.