ყირგიზეთში ბუნებრივი აირის ახალი საბადო აღმოაჩინეს

კომპანია „ყირგიზნეფტეგაზის“ (Kyrgyzneftegaz) ინფორმაციით, ყირგიზეთში ბუნებრივი აირის ახალი საბადო აღმოაჩინეს.

მაილუუ-სუუს რაიონში აღმოჩენილი საბადოს გაზის დღიური მოპოვების პოტენციალი 40 000 კუბურ მეტრზე მეტს შეადგენს.


ეს ქალაქ კოჩკორ-ატას და მიმდებარე სოფლებს ბუნებრივი აირით სრულად უზრუნველყოფს. სააქციო საზოგადოება „ყირგიზნეფტეგაზის“ გამგეობის თავმჯდომარემ, სამსაალი ჩეტიმბაევმა აღნიშნა, რომ ბოლო 10–15 წლის განმავლობაში კომპანიაში მსგავსი წარმადობის გაზის წყარო არ დაფიქსირებულა.