საქართველოში კორონავირუსის ვაქცინა 1 842 ადამიანმა გაიკეთა

12:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ვაქცინა 1 842 ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ამ დროისთვის, ვაქცინაციისთვის 4 935 მედპერსონალი დარეგისტრირდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინით იმუნიზაცია გუშინ, 15 მარტს დაიწყო.

პირველად საჯაროდ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აიცრა.