კახეთის გზატკეცილზე ,,ნაციონალური მოძრაობის" ოფისს ესროლეს.
როგორც ცნობილია, გასროლა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან განხორციელდა და ესროლეს პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას ბანერს.
ამ ეტაპისთვის სხვა დამატები ინფორმაცია უცნობია.
ადგილზე ელოდებიან სამართალდამცველებს და უნდა დაიწყოს საგამოძიებო მოქმედებები.
ჯერჯერობით უცნობია კამერებმა მოახერხა თუ არა სავარაუდო თავდამსხველის დაფიქსირება.