კანადა და ჩინეთი ახალი სავაჭრო პაქტზე შეთანხმდნენ

კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ და ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა შენჭენში გამართულ შეხვედრაზე ახალი სავაჭრო შეთანხმება გამოაცხადეს, რომელიც დაახლოებით 400 მილიონი კანადური დოლარის ღირებულების ექსპორტზე ტარიფების შემცირებას ითვალისწინებს.  ანაცვლოდ, კანადა ორი წლით აგრძელებს საიმპორტო ტარიფებზე შეღავათებს (remission measures) ჩინური ფოლადისა და ალუმინის გარკვეულ პროდუქტებზე, ასევე ამატებს 32 ახალ კატეგორიას (23 ფოლადი და 9 ალუმინი), სადაც კანადური მარაგი შეზღუდულია.


ჩინეთი კანადურ ექსპორტზე, მათ შორის ღორის ხორცსა და ზღვის პროდუქტებზე, ტარიფებს შეამცირებს.


შენჭენში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის წინ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრისას კარნიმ განაცხადა, რომ კანადა ვადაზე ადრე ასრულებს მიზანს, რომელიც ათწლეულის ბოლომდე ჩინეთში ექსპორტის 50 პროცენტით გაზრდას ითვალისწინებს.


ჩინეთი კანადის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია შეერთებული შტატების შემდეგ. 2025 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 125 მილიარდ კანადურ დოლარს (87.4 მილიარდი აშშ დოლარი) გადააჭარბა.