რუსეთში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ციმბირში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რასაც ბორტზე მყოფი ყველა — 19-ვე ადამიანი ემსხვერპლა.

სამინისტროს განცხადებით, თვითმფრინავი „ან-12“ კემეროვოს ოლქში, „დაუსახლებელ ტერიტორიაზე“ „გეგმიური ფრენის“ შესრულებისას ჩამოვარდა.


უწყების წინასწარი ვარაუდით, სამშაბათს მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა. ამჟამად რუსეთის საავიაციო უწყებები მომხდარს იკვლევენ.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოვარდნის მომენტია ასახული: შორი მანძილიდან ჩანს, როგორ ეშვება ციდან მანათობელი ობიექტი. ამას მოჰყვა აფეთქებ, თუმცა BBC-ის ცნობით, თავად კატასტროფა იმდენად შორს ფიქსირდება, რომ მისი დანახვა შეუძლებელი იყო.


Reuters-მა, ადგილის ვიზუალური მახასიათებლებისა და სატელიტური გამოსახულებების შედარების საფუძველზე, გადაღების ადგილიც დაადგინა. „ან-12“ ტიპის თვითმფრინავებს რუსეთის სამხედრო ძალები ფართოდ იყენებენ შეიარაღებისა და პირადი შემადგენლობის გადასაყვანად, ასევე — სამძებრო-სამაშველო ოპერაციებისთვის.