დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხადა, რომ დანიამ რუსეთის სამხედრო ატაშე ქვეყნიდან გააძევა.
მინისტრის განცხადებით, უწყებაში რუსეთის ელჩი დაიბარეს და ქვეყნიდან სამხედრო ატაშის გაძევების შესახებ აცნობეს.
რუსეთის სამხედრო ატაშემ დანია შვიდი დღის განმავლობაში უნდა დატოვოს.
ასევე, ლოკეს თქმით, დანია რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემას შეზღუდავს.
დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის სამხედრო ატაშის გაძევების შესახებ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ ადგილობრივმა სასამართლომ დანიაში მცხოვრებ ორ კაცს უკრაინელი რეპერის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალი წაუყენა.
საბრალდებო აქტის თანახმად, დაკავებულები რუსეთის დაზვერვის დაკვეთით, უკრაინელი რეპერის Kyivstoner-ის მკვლელობას გეგმავდნენ, რომლის კონცერტიც დანიაში სექტემბერში უნდა გამართულიყო. დანიის პოლიციამ ეჭვმიტანილები დაგეგმილ კონცერტამდე დააკავა.