„ტრამპის მარშრუტის“ დაწყებს შესახებ ერევანი ხვალ ოფიციალურად გამოაცხადებს

„საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) პროექტის დაწყების შესახებ ოფიციალურად 22 ნოემბერს გამოცხადდება. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ პროექტის მნიშვნელოვანი კომპონენტები იქნება ენერგეტიკა და ელექტროენერგიის ტრანზიტი. სომხეთი საკუთარი ელექტროენერგეტიკული ქსელების თურქეთისა და აზერბაიჯანის ქსელებთან დაკავშირებას გეგმავს.


ფაშინიანის თქმით, სომხეთს ელექტროენერგეტიკული კავშირები უკვე აქვს საქართველოსა და ირანთან. ამასთან, ინვესტიციებს ახორციელებს ელექტროენერგიის გადაცემის სისტემების ეფექტიანობის გასაზრდელად.


„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და გასაოცარი ტრანსფორმაცია,“ — განაცხადა ფაშინიანმა.


მისი თქმით, განახლებადი ენერგიის, განსაკუთრებით მზის ენერგეტიკის განვითარებამ ქვეყანას ენერგეტიკული დამოუკიდებლობის განმტკიცების ახალი შესაძლებლობები შეუქმნა.


28 ოქტომბერს სომხეთის პარლამენტმა, 63 ხმით 32-ის წინააღმდეგ მოახდინა „საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) პროექტთან დაკავშირებული სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარჩო-შეთანხმების რატიფიცირება. 12 ნოემბერს სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც სომხეთსა და შეერთებულ შტატებს შორის „საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) პროექტთან დაკავშირებული სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარჩო-შეთანხმება რატიფიცირება მოახდინა.