„ტრამპის მარშრუტის“ პროექტის მოსამზადებლად, სომხეთში აშშ-ის დელეგაცია ჩავიდა

აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ამერიკული კომპანია AECOM სომხეთში ჩავიდა, რათა TRIPP-ის პროექტზე კვლევა დაიწყოს. ვიზიტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის „პარტნიორობა გლობალური ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციებისთვის“ ფონდის საახელით ხორციელდება.


საელჩოს ცნობით, დაგეგმილი სამუშაო მოიცავს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შესწავლას, რკინიგზისა და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობის წინადადებების შემუშავებას, რაც ხელს შეუწყობს სომხეთის გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას და რეგიონულ ინტეგრაციას.


TRIPP-ის („ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“) პროექტი, აშშ-ის შუამავლობით, ვაშინგტონში, სომხეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი სამშვიდობო დეკლარაციის ფარგლებში გაფორმდა.