რუსთავის ციხესთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას მხარდამჭერი აქცია იმართება.
აქციის მონაწილეები ნიკა მელიას გათავისუფლებას მოითხოვენ. ისინი ციხესთან ავტოკოლონით მივიდნენ.
დღეს სამოქალაქო აქტივისტებმა პირველად შეძლეს ნიკა მელიას დანახვა. ნიკა მელია მიესალმა მხარდამჭერებს. მხარდამჭერება კი ის შეძახილებით გაამხნევეს.
"მე დარწმუნებული ვარ, ნიკა მელია ძალიან მალე დატოვებს საკანს და ჩაერთვება იმ ბრძოლაში, რომლის გამორჩეული ლიდერიც არის.", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
მისი თქმით, ნიკა მელია და გიორგი რურუა ივანიშვილის პირადი პატიმრები არიან.