Bloomberg: პოლონეთი NATO-ს სთხოვს, განიხილოს უკრაინის ცაზე რუსული რაკეტების ჩამოგდების შესაძლებლობა

პოლონეთი NATO-ს უკრაინის ცაზე რუსული რაკეტების ჩამოგდებას სთხოვს. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.


კერძოდ, პოლონეთმა მოკავშირეებს სთხოვა, განიხილონ უკრაინის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩამოგდების შესაძლებლობა, როდესაც ისინი NATO-ს ტერიტორიისკენ მიემართებიან.


წყაროების ცნობით, ვარშავამ იდეა ორშაბათს, 23 ნოემბერს, ბრიუსელში ალიანსის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების შეხვედრის დროს წარადგინა. წყაროებმა ასევე აღნიშნეს, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ მხარი დაუჭირა წინადადებას, მაგრამ განხილვას წინასწარი ხასიათი ჰქონდა და არანაირი გადაწყვეტილება არ მიღებულა.


 შეგახსენებთ, გასულ კვირას სამი რუსული X-101 რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა.