ირაკლი კობახიძე ოპოზიციასთან შეხვედრაზე: სავარაუდო შესაძლო შეთანხმების რამდენიმე პუნქტი იქნება განხილული

პარტია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კრისტიან დანიელსონთან ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრაზე, სავარაუდო შესაძლო შეთანხმების რამდენიმე პუნქტი იქნება განხილული.

მისი თქმით დამატებით კომენტარი შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთდება.

„დღეს პირველი შეხვედრა იმართება ამ ფორმატში, ყველა პოლიტიკური პარტიის მონაწილეობით. როგორც ვიცით, დღეს სავარაუდო შესაძლო შეთანხმების რამდენიმე პუნქტი იქნება განხილული. რა თქმა უნდა, ველოდებით შეხვედრას, დანარჩენს მოგახსენებთ შეხვედრის შემდეგ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, დღეს „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრა ჩაინიშნა. კრისტიან დანიელსონი პოლიტიკურ პარტიებს დღეს , სავარაუდოდ, 16:00 საათზე შეხვდება.