საქართველოში ისრაელის საელჩო საფეხბურთო კლუბ „ჰაპოელ ბეერ-შევას“ განცხადებას ავრცელებს.
„გვსურს, მადლობა გადავუხადოთ და დავაფასოთ ყველა იმ ადამიანის შრომა, ვინც გასულ ღამეს ჩვენსა და ჩვენი გულშემატკივრების უსაფრთხოებაზე იზრუნა და ჩართული იყო თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოდ დაბრუნების უზრუნველყოფაში.
დიდი მადლობა საქართველოს უსაფრთხოების ძალებსა და ქალაქ ბათუმს სამაგალითო მასპინძლობისა და ჩვენი გულშემატკივრების უსაფრთხოების სრულად უზრუნველყოფისთვის. მადლობა ისრაელის ფეხბურთის ასოციაციის თავმჯდომარეს, შინო ზუარესს და ბეერ-შევას მერს, რუვიკ დანილოვიჩს, რომლებიც მთელი საღამოსა და ღამის განმავლობაში ჩვენთან მუდმივ კავშირზე იყვნენ. განსაკუთრებული მადლობა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სხვა ძალებს, როგორც ადგილობრივს, ისე ისრაელისას, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში გვაცილებდნენ, ვიდრე ბოლო გულშემატკივარიც უსაფრთხოდ არ მივიდა განთავსების ადგილზე.
და, რა თქმა უნდა, მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც გუშინ სტადიონზე გამოგვყვნენ და პირველივე წუთიდან მხარდაჭერასა და სიყვარულს გვაგრძნობინებდნენ. ძალიან გვიყვარხართ ყველანი. გულითად მადლობას ვუხდით ყველას,“ – აღნიშნულია საფეხბურთო კლუბ „ჰაპოელ ბეერ-შევას“ განცხადებააში.