ევროკავშირის მედიაცია არის შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც მუდამ გახსნილი არ იქნება", - ამის შესახებ საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელმა, სვენ მიკსერმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში პოლიტიკურმა მოთამაშეებმა უნდა გააანალიზონ, რომ თუ ისინი არ გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას, მაშინ მათ მოუწევთ შემდეგი შესაძლებლობების ფანჯრის გამოჩენამდე ლოდინი.
მისივე თქმით, ყველა პოლიტიკურმა აქტორმა უნდა გააანალიზოს სიტუაციის სირთულე.
„ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი მიშელი ჩაერთო პროცესში, დანიშნა სპეციალური წარმომადგენელი, იმის დემონსტრირებაა, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირი საქართველოში პოლიტიკურ ძალებს შორის შეთანხმების მიღწევას. ეს არის შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც მუდამ გახსნილი არ იქნება. საქართველოში პოლიტიკურმა მოთამაშეებმა უნდა გააანალიზონ, რომ თუ ისინი არ გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას, მაშინ მათ მოუწევთ შემდეგი შესაძლებლობების ფანჯრის გამოჩენამდე ლოდინი. შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი დანიელსონი თბილისშია და ამ მედიაციის უკან ევროპული სტრუქტურები და მათ შორის ევროპარლამენტი დგას. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენზეა დამოკიდებული“, - განაცხადა მიქსერმა.