ზელენსკი: მელონის დავუდასტურე, რომ ლიბიაში ოპერაცია ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან წინასწარი კოორდინაციის გარეშე ჩატარდა

უკრაინამ დაადასტურა, რომ ლიბიაში ახლანდელი ოპერაცია პარტნიორებთან კოორდინაციის გარეშე განახორციელეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მელონისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, სოციალურ ქსელში წერს.


“დღეს ვესაუბრე ჯორჯია მელონის. განვიხილეთ საკითხები, რომელთა გადაჭრაზეც ახლა ვმუშაობთ, და მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთის გვესმოდეს. დავადასტურე, რომ ლიბიაში ახლანდელი ოპერაცია ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან წინასწარი კოორდინაციის გარეშე ჩატარდა.


ასევე აღვნიშნე ჩენი მზაობა, რომ ჩვენმა შესაბამისმა ოფიციალურმა პირებმა მთელი საჭირო ინფორმაცია გააზიარონ და რომ შევინარჩუნოთ პირდაპირი, რეგულარული და ეფექტიანი კომუნიკაცია.

მადლობა!” - წერს ზელენსკი.