„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით, ამ წუთებში ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში იმართება.

ხელისუფლებიდან შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესწრებიან.

ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა.