ირაკლი ღარიბაშვილი: NATO-ში გაწევრიანება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების მთავარი პრიორიტეტია

ირაკლი ღარიბაშვილი

NATO-ში გაწევრიანება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების მთავარი პრიორიტეტია. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა NATO-სგენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"NATO-ში გაწევრიანება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების მთავარი პრიორიტეტია. თან იმდენად მნიშვნელოვანი რომ ჩვენს კონსტიტუციაშიც არის გათვალისწინებული. ჩვენი NATO-სკენ სწრაფვა ემყარება ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილს. რომელიც მხარს უჭერს ამ მიზანს. ესარის ფართო კონსესუსის საკითხის მსხვის პოლიტიკურ პარტიებს შორისაც.

საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი წევრობისთვის მოსამზადებლად, ჩვენ ვართ ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ახლო, საიმედო და ურთიერთავსებადი პარტნიორი.

2020 წელი აღინიშნა NATO-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტის მიღებით. ეს განახლებული შეთანხმება მას უფრო ამბიციურ დონეზე გაიყვანს და მეტად იქნება მორგებული უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებზე. მადლობას ვუხდი ყველა მოკავშირეს ამ აქტიური მხარდაჭერისთვის. იმედი გვაქვს, რომ NATO-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტი მომავალში კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას მიიღებს.

NATO-მ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში. ჩვენ ვაძლიერებთ რეფორმებს და წინ მივიწევთ ინტეგრაციის პროცესში, მიუხედავად შიდა და გარე უსაფრთხოების გამოწვევებისა. ეფექტურობაზე დაფუძნებული მიდგომა კვლავ რჩება NATO-ს ღია კარის პოლიტიკის მთავარ ასპექტად, ამიტომ საქართველოს წვლილის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ საქართველოს დაწინაურების დრო დადგა. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება სრულად შესრულდება, რაც გამოიწვევს კონკრეტულ და ხელშესახებ ნაბიჯებს, რომელიც ევროატლანტიკურ ოჯახში საქართველოს სრულ გაწევრიანებას ისახავს მიზნად", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.