შავი ზღვის უსაფრთხოება ნატოს და საქართველოს პრიორიტეტია, - ამის შესახებ, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
„ჩვენ გვაშფოთებს რუსეთის მუდმივი სამხედრო გაძლიერება რეგიონში. რუსეთი ყირიმს იყენებს შავ ზღვაზე ძალების შემდგომი განვითარებისთვის. ამიტომ, ვმუშაობთ შავ ზღვაზე, ჩვენი პატრულირების გაძლიერებაზე. ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების აღიარება და გაიყვანოს შეიარაღებული ძალები“, - განაცხადა იენს სტოლტენბერმა.