"NATO მხარს უჭერს მედიაციის პროცესს, რომელსაც ევროკავშირი ხელმძღვანელობს", - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
NATO-ს გერნერალურმა მდივანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ოპოზიციასთან თანამშორმლობისკენ მოუწოდა.
"NATO-ს აღელვებს ბოლოდროინდელი პოლიტიკური მდგომარეობა საქართველოში და მოელის, რომ საქართველო დემოკრატიულ სტანდარტებს მიემხრობა, როგორც ეს წინა წლებში ხდებოდა და პოლიტიკური განსხვავებები დიალოგის გზით გადაიჭრება.
NATO მხარს უჭერს მედიაციის პროცესს, რომელსაც ევროკავშირი ხელმძღვანელობს. ბატონო პრემიერო, მოგიწოდებთ ოპოზიციასთან იმუშაოთ, რომ თანამშრომლობისთვის საერთო საფუძველი ნახოთ. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ელჩებისა და ევროკომისრების თანდასწრებით. საქართველო ჩვენთვის ნამდვილად ფასეული პარტნიორია და ვაფასებთ ამ პოლიტიკურ პარტნიორობას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.