იენს სტოლტენბერგი: ვაგრძელებთ საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას, რომ გახდეს NATO-ს წევრი

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი და ამ გადაწყვეტილებას ისინი კვლავ მხარს უჭერენ და იცავენ. ამის შესახებ სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სტოლტენბერგმა NATO-ს წევრებს საქართველოს პრაქტიკული დახმარებისკენ მოუწოდა.

„ჩვენ ვაფასებთ საქართველოსა და NATO-ს შორის თანამშრომლობას, ეს ჩვენთვის ნამდვილად ღირებულია. მხარს ვუჭერთ საქართველოს ძალისხმევას, გაატაროს რეფორმები. გავაგრძელებთ საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. NATO-ს მოკავშირეები ამ მკაფიო გზავნილს უერთდებიან. ასევე მოვუწოდებ NATO-ს წევრებს პრაქტიკული დახმარება გაწიონ საქართველოს.

გვჯერა, რომ საქართველო კვლავ უნდა იყოს ფოკუსირებული რეფორმებზე, იმ დროს, როდესაც საქართველო კვლავ წინ მიიწევს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. NATO-ს წევრები მხარს უჭერენ საქართვლოს ამ გზაზე. ეს ერთ-ერთია იმ საკითხებს შორის, რომელიც პრემიერ-მინისტრთან განვიხილე.

ჩვენ ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი და ამ გადაწყვეტილებას კვლავ მხარს ვუჭერთ და ვიცავთ. ამიტომაც ვაგრძელებთ საქართვლოს ძალისხმევის მხარდაჭერას, რომ გახდეს NATO-ს წევრი“, – განაცხადა იენს სტოლტენბეგრმა.