ევროკომისიამ კოვიდპასპორტების გეგმა წარადგინა

ევროკომისიამ ე.წ "ციფრული მწვანე სერთიფიკატის", ანუ კოვიდპასპორტის შესახებ გეგმა წარადგინა, რაც პანდემიის პერიოდში ევროკავშირში უსაფრთხო და თავისუფალ გადაადგილებას უზრუნველყოფს. აღნიშნულ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც ევროკომისიაში აცხადებენ, სერთიფიკატი დაადასტურებს, რომ მოქალაქემ გაიკეთ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა, ან აქვს კოვიდ ტესტის უარყოფითი პასუხი, ან უკვე გადაიტანა კორონავირუსი და გამოჯანმრთელდა. აღნიშნულ სერთიფიკატს კი ის გამოიყენებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.

გარდა ამისა, სერთიფიკატი შეიძლება გამოიყენონ ისლანდიაში, ლიხტენშტეინში, ნორვეგიასა და შვეიცარიაში.

ციფრულ მწვანე სერთიფიკატზე იქნება QR კოდი, ციფრული ხელმოწერით, რომელიც მას დაიცავს გაყალბებისგან.