მარინა კალიურანდი: თუ მედიაცია არ შედგება, ამას ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე დიდი გავლენა ექნება

"იმ შემთხვევაში თუ მედიაცია არ შედგება, ამას ექნება დიდი გავლენა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე"- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა „TV პირველის“ ეთერში პრემიერის ბრიუსელში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

ევროპარლამენტარმა ოპოზიციას და ხელისუფლებას მოუწობდა პრობლემის გადაჭრისკენ. მისი თქმით, პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად მათ ერთად უნდა იმუშაონ. პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტის გზა მხოლოდ ქართული პოლიტიკური პარტიების ლიდერების ხელშია.

"იმ შემთხვევაში, თუ მედიაცია არ შედეგბა, რა თქმა უნდა, ამას ექნება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე. ევროკავშირი ყოველთვის მხარს უჭერს ქართულ დემოკრატიულ რეფორმებს. ევროკავშირი ყოველთვის მხარს დაუჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არასდროს მიიღებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას, ეს არ შეიცვლება, რა თქმა უდნა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ევროპის კორიდორში ძალიან დიდი დაძაბულობა შეიქმნება აღმოსავლეთ პარტნიორობასა და საქართველოს შორის.

ჩვენ გვაქვს სხვადასხვა პრობლემა, ჩვენ გვაქვს კოვიდის პრობლემები, ვაქცინაციის პრობლემები, ტერორიზმთან დაკავშირებული პრობლემები, მიგრაცია და სხვა ბევრი საკითხი ჩვენს დღის წესრიგში. საქართველომ აქტიურად უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ პოლიტიკურ დღის განრიგში მოწინავე ხაზებზე იყოს. თუ საქართველოსგან არ წამოვიდა აქტიური ჩართულობა და არ წამოვიდა თავდადება, შეიძლება ევროპა დაიღალოს. არ მინდა სპეკულაციაში ჩამომართვათ, მაგრამ საქართველო არის აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელოვანი ნაწილი. ყველამ უნდა გავიგოთ და ვეცადოთ, საქართველომ არ დაკარგოს მისი უნიკალური პოზიცია, რომელიც დღეს აქვს. მნშვნელოვანია საქართველო ევროპას მალე დაუახლოვდეს და მოვახდინოთ ევროინტეგრაცია" - განაცხადა მარინა კალიურანდიმ.