სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულმა სამმართველომ ბათუმის აგრარული ბაზრის მიმდებარედ გაურკვეველი წარმომავლობის ცხენისა და საქონლის 500 კილოგრამზე მეტი საკვებად უვარგისი ხორცი გამოავლინა.
სეს-ის ინფორმაციით, ხორცი დალუქულია და სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფის ზედამხედველობით განადგურდება.
კანონმდებლობით დადგენილია, რომ პირუტყვი სასაკლაოზე დაიკლას და რეალიზაციისას ხორცს ვეტერინარული ზედამხედველობის დოკუმენტი ჰქონდეს.