საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, 23 მარტს, მოსმენა გაიმართება.
გავრცელებული ინფორმაციით, სხდომას სენატორი ჯინ შაჰინი უხელმძღვანელებს, რომელიც მრავალი წელია აქტიურად არის ჩართული საქართველოში პოლიტიკური ვითარების ზედამხედველობაში.
სხდომაზე მომხსენებლები სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეები ჯორჯ კენტი და კარა მაკდონალდი იქნებიან.