"პროცესი სწორი მიმართულებით წავიდა. ახლა მთავარია, ოპოზიციამ რაიმე საბაბის მოძებნა არ დაიწყოს იმისათვის, რომ მოლაპარაკება ჩაშალოს", - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"დღეს ძალიან კარგი შეხვედრა იყო. ძალიან ბევრი საკითხი განვიხილეთ და პროცესი სწორი მიმართულებით წავიდა. ახლა მთავარია, ოპოზიციამ რაიმე საბაბის მოძებნა არ დაიწყოს იმისათვის, რომ მოლაპარაკება ჩაშალოს.
საინტერესო დისკუსია შედგა. განვიხილეთ მთელი რიგი საკითხები. რაღაცებზე პოზიციები იყო შეჯერებული. თმცაა, რა საკვირველია, გრძლებდე სხვა საკითხების განხილვა. იმედი გვაქვს, ხვალ გაგრძელდება განხილვა კონსტრუქციულ რეჟიმში. შევხედოთ როგორ გაგრძელდება პროცესი. ხვალ გვექნება დამატებით საკითხებზე საუბარი. ჩვენ გავქვს იმედი და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შეთანხმებას მივაღწევთ", - განაცხადა კობახიძემ.