"პოზიციები, ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის საჭირო საკითხებზე, ამას ხაზგასმის ვამბობ, არის ძალიან დაახლოებული", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ეს იყო ძალიან ჯანსაღი და კარგი დისკუსია., რომელიც, საბოლოო ჯამში მოლაპარაკების პროცესს და შეთანხმებას ხელს შეუწყობს. ვისურვებდი, რომ დღეს ოპოზიცია, როგორც იყო წარმოდგენილი და რა დამოკიდებულებაც ჰქონდა ამ დიალოგის მიმართ, ეს იყო საერთო სტანდარტი სხვა დროსაც. რაც ძალიან კარგი იქნება, შეიძლება ითქვას, რომ პარლამენტშიც ჩვენ გვინდა ზუსტად ისეთი ოპონირება და საუბარი რაც დღეს ვნახეთ აქ.
პოზიტიური რაც იყო დღევანდელ შეხვედრაში, არის ის, რომ ჩვენ მეტი დრო დავხარჯეთ საერთო საკითხების, საერთო არგუმენტების მოძებნაზე, ვიდრე დაპირისპირების საკითხებზე და განსხვავებების ძებნაზე.
დიალოგის ამოსავალი წერტილი არის ის, რომ ჩვენ მოვძებნოთ საერთო პოზიციები და არა განსხვავებები ჩვენ შორის. არის ძალიან ბევრი საკითხი, რომელზეც ჩვენ ვერ შევთანხმდებით, ვერც მომავალში, თუ ამას პოლიტიკურ ჭრილში განვიხილავთ.
პოზიციები, ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის საჭირო საკითხებზე, ამას ხაზგასმის ვამბობ, არის ძალიან დაახლოებული. რაც, პრინციპში, შეთანხმებისთვის ეს საკითხები მზად არის, დღევანდელი დისკუსიის შემდეგ და, ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში, რამდენიმე შეხვედრის შემდეგ, ნამდვილად არის შესაძლებელი, თუ ოპოზიცია პრაგმატულ ნაბიჯებს გადადგამს, ეს შეთანხმება შედგეს", - განაცხადა თალაკვაძემ.