ზურაბ ჯაფარიძე: შეხვედრა იმაზე პოზიტიურად დასრულდა, ვიდრე ველოდი

"არის საკითხები, რაზეც პოზიციები შეჯერდა, თუმცა ჯერ არაფერი დასრულებულა. შეხვედრა იმაზე პოზიტიურად დასრულდა, ვიდრე ველოდი", - ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, საკმაოდ რთული საუბარი იყო, თუმცა შეხვედრა იმაზე პოზიტიურად დასრულდა, ვიდრე ელოდა.

„ჯერ არაფერი დასრულებულა. ბევრ საკითხზე საკმაოდ რთული საუბარი იყო. არის საკითხები, რაზეც პოზიციები შეჯერდა, მაგრამ ჯერ არაფერი დასრულებულა. ხვალ ისევ გაგრძელდება მოლაპარაკება. დეტალებში ვერ შევალ. რაღაც საკითხებზე პოზიციები დაახლოვდა, თუმცა საერთო შეთანხმებამდე კიდევ შორია. უფრო პოზიტიურად დასრულდა, ვიდრე ველოდი. დათმობაზე საუბარი საერთოდ არ არის. დეტალებში ვერ შევალ, ყველაფერი წინაა“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.