დღეიდან ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტები ამოქმედდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, დღეიდან ქვეყანაში ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტები ამოქმედდება.

როგორც უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ იმნაძემ განმარტა, აღნიშნული ტესტით მოქალაქე კორონავირუსზე პასუხს 20 წუთში მიიღებს.

„დღეს მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ სწრაფი ტესტები, ხაზს ვუსვამ, ეს არის არა ყველანაირი სწრაფი ტესტები, არამედ ეხება ანტიგენზე დამყარებულ სწრაფ ტესტებს, რომელიც ზუსტად ისევე კეთდება, ანუ ცხვირიდან უნდა იქნას ნაცხი აღებული და სწრაფი ტესტით კეთდება. მსოფლიოში ორი ტესტია აღიარებული და ამ ორიდან ერთ-ერთი საქართველოში ჩვენ გვაქვს. ეს არის როგორც, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლოდროინდელი რეკომენდაცია, ასევე ამერიკის FDI-ის მიერ აღიარებული. მათი გამოყენება დიაგნოსტიკისათვის მოხდება ისეთივე პროტოკოლით, როგორც ხდება დიაგნოსტიკისათვის PGR-ის გამოყენება.

ხაზს ვუსვამ, ანტიგენტზე დამყარებული სრაფი ტესტია, ცხვირიდან იღება ნაცხი და არა თითიდან სისხლი და ესეც სამედიცინო დაწესებულებებში კეთდება, ამას აღარ სჭირდება PCR ტესტით დადასტურება, ეს უკვე შესულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებში. ეს ტესტები ჩვენ უკვე გვაქვს, ახლა მარაგი სადღაც 150 000-მდეა და კიდევ ნახევარი მილიონი შეკვეთილია. ეს იქნება დამხმარე PGR-ისთვის. თავიდან სულ სხვა ტესტებზე იყო საუბარი და ეს არის სულ სხვა სწრაფი ტესტი, 20 წუთში პასუხი გექნებათ“, - განაცხადა იმნაძემ.

ის მოსახლეობას პირბადის გამოყენებისკენ და დისტანციის დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

„ახლა იმ ეტაპზე ვართ, როცა მართლა გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პირბადის ტარებას, ეს არის კვლევებით დადასტურებული, რომ 90%-ზე მეტს ჩვენი მოსახლეობის, თუ ექნება პირბადე სწორად გაკეთებული, 70%-ით შემცირდება ის ციფრები, რა პროგნოზებიც გვაქვს დაავადებულთა რიცხვების. სხვათა შორის, ამავე კვლევაში ისიც ჩანს, ვისაც პირბადე სწორად უკეთია, ის დისტანციასაც კარგად იცვას“, - განაცხადა იმნაძემ.

მისივე განმარტებით, ხვალ ექნებათ მომდევნო კვირების განახლებული პროგნოზი. როგორც იმნაძე აცხადებს, მოსალოდნელია, დღეში ინფიცირების 3000-4 000 შემთხვევა.