"შევთანხმდით, რომ შევქმნათ გარკვეულწილად არფორმალური საკონტაქტო ჯგუფი, რომელიც თვალს მიადევნებს შარლ მიშელის მისიას საქართველოში შექმნილი კრიზისის გადაჭრის პროცესში, შემდეგ ფასილიტაციას გაუწევს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის უფრო უკეთეს ურთიერთგაგებას, რომ სამომავლოდ თავიდან ავიცილოთ გაუგებრობები", – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.
კუბილიუსის თქმით, აღნიშნული ჯგუფი ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლისთვის კარგი საშუალება იქნება, საჭიროების შემთხვევაში კი, შესაძლოა, ქართველ პარტნიორებთან შეხევდრაც დაიგეგმოს.
მისი განცხადებით, მხარეებმა უნდა გააცნიბიერონ, რომ კრიზისის მოგვარებაში ევროკავშირის უმაღლესი დონის ჩართულობაა.
„ეს არის ევროკავშირის უმაღლესი დონის ჩართულობა და თუ ვერ მოახერხებთ კომპრომისის პოვნას, მაშინ მხოლოდ საკუთარი თავი უნდა დაადანაშაულოთ. დღეს ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, სასოლიმ მიგვიწვია სხვადასხვა ჯგუფის და პარლამენტის სხვადასხვა დელეგაციის წარმომადგენლები.
ჩვენ შევთანხმდით, რომ შევქმნათ გარკვეულწილად არფორმალური, საკონტაქტო ჯგუფი, რომელიც თვალს მიადევნებს შარლ მიშელის მისიას ამ კრიზისის გადაჭრის პროცესში, შემდეგ ფასილიტაციას გაუწევს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის უფრო უკეთეს ურთიერთგაგებას, იმისთვის რომ სამომავლოდ თავიდან ავიცილოთ გაუგებრობები.
ჩვენ მუდმივად ვართ ჩართულები, მაგრამ ახლა ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თავად ევროპარლამენტში უნდა გვქონდეს უკეთესად ინფორმირებული კოორდინაცია, რადგან წარმოვადგენთ სხვადასხვა დელეგაციებს, სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს, სხვადასხვა კონტაქტები გვაქვს. ელჩმა კარლ ჰარცელმა ინფორმაცია მოგვაწოდა არსებულ ვითარებაზე, რა ხდება ამ მომენტში.
ჩვენ შევთანხმდით და ეს პრეზიდენტ სასოლის წინადადება იყო, რომ გვექნება გარკვეულწილად არაფორმალური კონტაქტჯგუფი, რომელიც იმსჯელებს, რამდენად შესაძლებელია რეგულარული შეხვედრები გვქონდეს აქ, პარლამენტში, რომ გავცვალოთ ინფორმაცია და თუ შესაძლებლობა იქნება, მოხარულები ვიქნებით შევხვდეთ ქართველ პარტნიორებს საუკეთესო გამოსავლის მოსაძებნად“, – განაცხადა კუბილიუსმა.