აშშ-მა რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები, რომლებიც სერგეი და იულია სკრიპალების სოლსბერიში და ალექსეი ნავალნის ტომსკში მოწამვლის გამო ადრე შემოიღო, გააფართოვა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც სამინისტრს განცხადებაშია ნთქვამი, 18 მარტს, აშშ წყვეტს რუსეთში ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საქონლისა და ტექნოლოგიების ექსპორტსა და რეექსპორტზე აკრძალვებში მოქმედ გამონაკლისებს. საქმე ეხება თავდაცვითი და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის მიწოდებაზე აკრძალვებს.
ამასთანავე, ყველაზე სერიოზული პრობლემები შეექმნება რუსეთის საავიაციო და კოსმოსურ დარგებს. მათთვის ამერიკული ექსპორტი 2021 წლის 1 სექტემბრიდან შეწყდება.
ამავე დროს, ინსტრუქცია აშშ-ის ხელმძღვანელობას უტოვებს გამონაკლისების გაკეთების უფლებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თუკი ის მიიჩნევს, რომ ამა თუ იმ საექსპორტო გარიგების დამტკიცება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს შეესაბამება.