28 მარტიდან Air Baltic-ი საქართველოს მიმართულებით ფრენებს განაახლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რიგა-თბილისი-რიგას საჰაერო ხაზზე რეისები თავდაპირველად კვირაში ორჯერ შესრულდება.
მაისიდან რეისები ყოველ ორშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევსა და შაბათს შესრულდება.