კახა კალაძე: მილანში რატომ უნდა წავიდე, ვერ გამიგია. მილანიდან ჩამოვედი. მე კიდევ დიდი ხანი ვაპირებ პოლიტიკაში დარჩენას

"მილანში რატომ უნდა წავიდე, ვერ გამიგია, მილანიდან ჩამოვედი. მე კიდევ დიდი ხანი ვაპირებ პოლიტიკაში დარჩენას", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ "იმედის" ეთერში განაცხადა. მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, აპირებს თუ არა ის "ქართული ოცნების" დატოვებას.

"მიზანმიმართულად ვრცელდება ჭორები. ჯერ ერთი, მილანში რატომ უნდა წავიდე, ვერ გამიგია, მილანიდან ჩამოვედი და 2012 წლიდან დავბრუნდი ქვეყანაში. ჩემი მოღვაწეობა სპორტში დავამთავრე და დღეს ვარ პოლიტიკაში.

მე მგონია, რომ ის საქმე, რასაც ვაკეთებ, სჭირდება ჩემს ქვყანას და ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ ამას, 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოვაგვაროთ ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს თბილისს და თბილისში მცხოვრებ

ადამიანებს. შესაბამისად, ეს არ არის სწორი ინფორმაცია. მე არსად წასვლას არ ვაპირებ. მე კიდევ დიდი ხანი ვაპირებ პოლიტიკაში დარჩენას. სანამ მექნება საზოგადოების მხარდაჭერა, მოსახლეობის თანადგომა. მე არასდროს გავრბივარ შუა საქმიდან. ყოველთვის მიყვარს საქმის ბოლომდე მიყვანა", - განაცხადა კალაძემ.