"ტერმინზე, "პოლიტიკური პატიმარი", ფრთხილად ვიყოთ", - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა გია გაჩეჩილაძის, იგივე "უცნობის" საავტორო გადაცემაში "კიდობანი" ნიკა მელიასა და პოლიტპატიმრებზე დასმული შეკითხვის საპასუხდოდ განაცხადა.
მისი თქმით, "არ შეიძლება პოლიტიკოსი გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისგან და იყოს პრივილეგირებული".
"არ შეიძლება პოლიტიკოსი გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისგან და იყოს პრივილეგირებული. ტერმინზე, "პოლიტიკური პატიმარი", ფრთხილად ვიყოთ... მაგალითად, პოლიტიკური პატიმრები არიან ბელარუსშიც და ევროკავშირმა ისინი ოფიციალურად აღიარა, ისინი ნამდვილად არიან პოლიტიკური პატიმრები", - თქვა ქნირშმა.