აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ ფარმაცევტული კომპანია გილეადის შემუშავებული ანტივირუსული მედიკამენტი, რემდესივირი დაამტკიცა. რემდესივირი პირველი წამალია, რომელიც Covid-19-ის სამკურნალოდ დამტკიცდა.
"რემდესივირი განკუთვნილია ზრდასრულებისთვის და 12 წელზე უფროსი პაციენტებისთვის, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროებათ"- წერია ადმინისტრაციის განცხადებაში.
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მედიკამენტის გამოყენების უფლება საქართველომაც მიიღო.
,,ჩვენ მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია კლინიკურ ჯგუფთან და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან მივიღეთ რეკომენდაცია, რომ კვლევის ფარგლებში გვაქვს უფლება, რომ გამოვიყენოთ "რემდესივირი", შესაბამისად, დაწყებულია შესყიდვის პროცედურები და იმ ვადაში, რაც დაგვჭირდება შესყიდვისთვის და ამ მედიკამენტის ტრანსპორტირებისთვის, მივიღებთ "რემდესივირს", როგორც კვლევაში ჩასართავ პრეპარატს“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
რემდესივირის ეფექტურობა, საუკეთესო შემთხვევაში, შეზღუდულია, თუმცა უკეთესი ალტერნატივა ხელმისაწვდომი არაა. ამ თვის დასაწყისში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გლობალურმა კვლევამ აჩვენა, რომ რემდესევირი არ ამცირებს სიკვდილიანობას, თუმცა აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამ ახალმა კვლევამ დაადგინა, რომ წამლის გადასხმამ შეამცირა გამოჯანმრთელების ხანგრძლივობა პაციენტების მესამედში.
რემდესივირი ვირუსულ რეპლიკაციას ზღუდავს. გილეადმა ის პირველად ებოლას სამკურნალოდ შეიმუშავა. გასულ წლებში კვლევებმა აჩვენა, რომ ის ასევე ხელს უშლის SARS-ის და MERS-ის გამრავლებას. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს მეცნიერებმა მისი გამოყენება ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ.
გასული თვეების განმავლობაში რემდესივირი COVID-19 ის მქონე პაციენტების მკურნალობიდ სტანდარტის ნაწილი იყო. მკურნალობის სარგებელი შეზღუდულია. წამლის კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ის შესაძლოა დაეხმაროს ზოგიერთ პაციენტს სწრაფად გამოჯანმრთელებაში, მაგრამ მას არ შეუძლია სიკვდილიანობის შემცირება. კლინიკური გამოცდების უმეტესობაში რემდესივირს ყველაზე მძიმე პაციენტებს აძლევდნენ, რომლებისთვისაც მას დიდი სარგებელი არ მოუტანია- რადგან ის აყოვნებს ვირუსის რეპლიკაციას, ის შესაძლოა უფრო ეფექტური იყოს დაავადების ადრეულ სტადიაზე, ვიდრე ვირუსი მთელ ორგანიზმში გავრცელდება.