ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდვ 369 ადამიანს დაუდასტურდა, 378 გამოჯანმრთელდა, ხოლო 9 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 276 436 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 269 384, გარდაიცვალა 3 674 პაციენტი.
მათივე ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 747 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 503 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 244 PCR ტესტით.
დადებითობის მაჩვენებელი: 17 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.55 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.53 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.33%.
369 ახალი შემთხვევიდან 190 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 19, იმერეთი - 67, ქვემო ქართლი - 21, შიდა ქართლი - 26, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 14, კახეთი - 15, მცხეთა-მთიანეთი - 3, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.
მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 3 352, საიდანაც: 1 412 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 727, აჭარაში - 155, იმერეთში - 246.
მძიმე პაციენტი 266. მათ შორის, თბილისში - 123, აჭარაში - 20, იმერეთში - 70.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 82. მათგან თბილისში - 51, აჭარაში- 4, იმერეთში - 12.
154 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 121 - თბილისში, 26 - აჭარაში. 1 786 იმფიცირებული მკურნალობს ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 213 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 83, ხოლო აჭარაში - 27.
სულ 6 ოქტომბრიდან - 17 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 689 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 722 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 894 პირი, აჭარაში - 404, იმერეთში - 763.