კრისტიან დანიელსონი: წინ ბევრი სამუშაო გვაქვს

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის წარმომადგენლები კრისტიან დანიელსონს დღესაც შეხვდებიან. ოფისში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი რამდენიმე წუთის წინ მივიდა.

„ფოკუსირებული ვარ იმ საქმეზე, რომლისთვისაც აქ ვიმყოფები - მედიაციის პროცესზე. გვქონდა შეხვედრები გუშინ და მოლაპარაკებებს დღესაც გავაგრძელებთ. წინ ბევრი სამუშაო გვაქვს“, - განაცხადა დანიელსონმა.