ირაკლი ღარიბაშვილი: იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილი ამ დღეებში გონივრულ, სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას მიიღებს

"იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილი ამ დღეებში გონივრულ, სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას მიიღებს" - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

"ჩვენ მოვისმინეთ ჟოზეფ ბორელის შეფასება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ რეალობასა და არჩევნებზე, რომელიც, მათი შეფასებით, ჩატარდა თავისუფალ, კონკურენტულ და სამართლიან პირობებში. აქედან გამომდინარე, მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ხელოვნურად შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს არავითარი საფუძველი არ აქვს. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზაობას, რომ გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგი და რაც შეიძლება მოკლე დროში მივაღწიოთ შეთანხმებას" - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილი ამ დღეებში გონივრულ, სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ბრიუსელში გვქონდა შეხვედრები უმაღლეს დონეზე ევროკავშირსა და ნატოში. გვქონდა წარმატებული განხილვა ყველა იმ რეფორმისა და პროგრესის, რომელსაც ჩვენ ყველამ ერთად მივაღწიეთ. უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროგრესი აღიარებულია ყველას მიერ, და ამიტომ მინდა მადლობა გადავუხადო ყველა საჯარო მოხელეს, რომელიც ჩართულია ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში.

მინდა აღვნიშნო, რომ მოვისმინეთ ჟოზეფ ბორელის შეფასება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ რეალობასა და არჩევნებზე, რომელიც, მათი შეფასებით, ჩატარდა თავისუფალ, კონკურენტულ და სამართლიან პირობებში. აქედან გამომდინარე მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ არავითარი საფუძველი არ არსებობს ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისისა. შესაბამისად, მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა მხარეს, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში გამოსავლის მოძებნა, რათა ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას და გავაგრძელოთ ისეთ გამოწვევებთან ბრძოლა, როგორიცაა კოვიდპანდემია, ეკონომიკური პრობლემები, ოკუპაცია, უმუშევრობა და ა.შ.

იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილი ამ დღეებში გონივრულ, სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას მიიღებს. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზაობას, რომ გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგი და რაც შეიძლება მოკლე დროში მივაღწიოთ შეთანხმებას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.