ეგზიტპოლების მიხედვით, ნიდერლანდის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ მარკ რიუტეს პარტია ლიდერობს. ამის შესახებ ინფორმაცია Cbnc ავრცელებს.
"თავისუფლებისა და დემოკრატიის სახალხო პარტია", რომელსაც რიუტე უდგას სათავეში, დაახლოებით ხმების 23%-ს აგროვებს და შეიძლება 150-ადგილიან პარლამენტში 36 მანდატი მოიპოვოს.
მარკ რიუტე, გამარჯვების შემთხვევაში, მეოთხე ვადით დაიკავებს ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, რომელიც 2010 წლიდან უკავია.
მე-2 ადგილზეა პარტია „დემოკრატია-66“, რომელიც ამჟამინდელ კოალიციაში შედის. მე-3 ადგილს კი თავისუფლების პარტია იკავებს, რომლის თავმჯდომარე გერტ ვილდერსი ანტიისლამური რიტორიკითაა ცნობილი.