პირველ ოფიციალურ პრესკონფერენციას პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 25 მარტს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
განცხადება თეთრმა სახლმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ოპონენტების და მხარდამჭერების მხრიდან, მედიაში გახშირდა კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჟურნალისტებთან შეხვედრებს არასაკმარისად მართავს.
როგორც CNN-ი წერს, თეთრი სახლი იცავდა ბაიდენს და აცხადებდა, რომ პრეზიდენტის ყურადღება გამახვილებული იყო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების საკამრისი დოზის მომარაგებაზე და 1.9 ტრილიონი დოლარის "დახმარების პაკეტზე".